მოგეხვევი..

მწიფე ატმის სურნელი დგას ოთახში,

შენი კანის ფერი…

მოკიაფე სანთელი თრთის სარკმელთან

და შენს მოსვლას ველი…

საკმეველმა მიმოფანტა სევდის ფერი

ახალა თრთრი ღრუბელია

ვალსი ნელი.

მე ვეხები შენს ნაზ სხეულს

მწიფე ატმის

წვენი ჟონავს თვალის შავი გუგებიდან,

იასამნის არომატით გაჟღენთილ თმას

ბალახს მოვფენ, მწვანე მოლზე,

მოგეხვევი…