არც არაფერი მომხდარა …

მანანა ჩიტიშვილი

 

 

 

ჟამია — გვიდგას მაისი,

ჟამია — გავირიყებით…

მიდის ცხოვრება თავისთვის,

მეც შორიახლო მივყვები.

იფნის რტო ქარმა მოხარა,

ლურჯ ცას ღრუბელი აურევს,

არც არაფერი მომხდარა, —

ვტირი,

ცრემლს ვიშინაურებ..

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Advertisements

ლექსი 2 ( ციკლიდან “ნაშემოდგომარი” )

მე შენ შეგხედე,

ხელით შეგეხე,

შეგეხე ჩემში, სულსა და გულში..

შემოდგომაა,

სიკვდილის დროა,..

დროა გრძნობების და სიმარტოვის..

ჩემში შეგეხე, შეგეხე ხელი

ეცადე, სცადე

და გამოსცადე..

მზის სიმხურვალე –

ნარინჯისფერი,

ელვა და ფერი..ყვითელი ფოთლების-

წარწყმიდა წამმა,

წამწამთა თრთოლა,

თრთოდა თოლია მტკვრის ტალღის ქიმზე

დრო იყო თითქოს,

თითქოს დრო იყო,

შემოდგომობით მე სევდად გიმზერ,..

ლექსი 1 ( ციკლიდან “ნაშემოდგომარი..” )

შემოდგომის ხემ,

ნარინჯისფერ კბით,

შემომხვია წელზე ხელი,

შემეხვეწა-გამომყევი…

ფანჯრიდან ვუყურებ მოქანავე ფოთლებს

ყვითლებს, გამხმრებს და სიფრიფანებს

 წინ შემოდგომა მოხუცივით მიმზერს

 სევდისფერ თვალებს წამსვლელივით ავლებს გარემოს..

უკან ქარია, შავი და უნდო,   

  მუქი ღრუბელი იყრის თავს კუშთად..

 

 ყორნებმა უცებ ზეცა დაფარეს,

 

 სასოწარკვეთით მიდი-მოდიან,  

 თავს დასჩხავიან ხნოვან ხეს თითქოს ,  

უნდათ, რომ დროზე ისიც მოლიონ..  

ის კი, დგას წყნარად, ფოთლებს ისწორებს,                                  

მიყურებს თბილად, მიმზერს დუმულით,                            

ჩამოირვენთა ნაზი თოვლივით    

 და ტკივლს იტანს მწარე ღიმილით..

 

…. კაბები ….

       მ ბოლო ხანებში, ჩემდა გასაკვირად, დავინტერესდი ტანსაცმლით (ზოგადად ასეთი რამე არ მჩვეოდა). განსაკუთრებით საღამოს კაბებითა და საორწილო ტანსაცმლით 🙂 მონდომებით დავიწყე ინტერნეტის დახმარებით სასურელი სასურველი ტანისამოსის შერჩევა, მინდა ტქვენც გაგიზიაროთ მოსაზრება და შემიფასოთ არჩევანი 🙂
ძალიან მომწონს ასეთი სტილი, ფორმა, დავარდნილი და სადა, მაგრმ საშინლად არ მოწონს სამხრეების გარესე დარჩენილი კორსეტი. აქვე გეტყვიტ რომ ერთი იდეალური ვარიანი ვერ ავარჩიე სხადსხვა კაბაში სხვა და სხვა დეტალი მომეწონა.
ამ კაბაშ კი თვლებმა მომხიბა, ნაზი და სათუთი ჩანს, მიუხედავად იმისა რომ სკმაოდ გაშლილი ფორმა აქვს, რაც მე არ მომწონს.  როგორც ფოტო კი ორიგინალური და მიმზიდველია, ზურგს უკან სარკეში  მამაკაცის სილუეტიც კი მოჩანს 🙂
ეს მოდელიც ქოწილისთვისაა შექმილი, მაგრამ მე სარამოს კაბად უფრო აღვიქვი, ფერს შვცვლი, ცოტა შლეიფსაც დავუმოკლებ და მშვენიერი იქნება :)))  რას იტყვით?
    ეს მოდელი უფრო საყვარლად მომეჩვენა, ვიდრე ლამაზად, მაგრამ მაინც მომეწონა. დახვეწა აკლია, მაგრამ სადაა და ნაზი, მულტფილმებში პრინცესებს რომ აცვიათ ისეთია მგონი:) 
შემდეგი კაბა ცოტა ჭრელია, მაგრამ მხიბლავს ასეთი სტილი, რომაელ ქალს მოგაგონებს. არ არის გადატვირთული, ფერებიც სადაა და არაა დამღლელი. მშვიდი და გემოვნებიანი ფერთა გამაა, წვრილი, ნაზი მაქმანებითა და სამხრეებით. ძალიან მომწონს გრძელი კაბები, თუმცა უმეტესად მუხლზე, რომ მაქ ისეთს ვხმარობ. ყოველდღიურადაც და განსაკუთრებულ  შემთხვევებშიც.  
      ამით დავამთავრებდღეს ჩემ პოსტს, იმედია მოგეწონათ ჩემი კაბები 🙂  მათმა შემყურემ გადავწყვიტე სტილიც კი შევიცვალო, ნაწილობრივ დაწყებული მაქვს ეს საქმე, მაგრამ დღეიდან სერიოზულად  მოვკიდებ ხელს 🙂

თეგ-თამაში…

რახანია ვეღარ დავპოსტე ვერაფერი, მომენატრა გემრიელად წერა..  დღეს თეგ-თამაშის ჯერი დაგდა, დიდი ხნის წინ დამთაგა მეგობარმა, მაგრამ ვეღარ მოვახერხე გაგრძელება..    ეხლა კი დავიწყოთ 🙂

  •  რა კითხვას დაუსვამდი საკუთარ თავს?
       –  – – –     რატომ მეხერხება ასე ფულის ფლანგვა?..
  • რაში ხარჯავ ყველაზე მეტ ფულს?
      –  – – –     ტკბილეუში  🙂
  •  რის გარეშე არ ჩაუვლია არცერთ დღეს?
      –  – – –     ღიმილის  🙂 🙂
  •  როგორ ფიქრობ, ვინ ან რა იყავი წინა ცხოვრებაში?
      –  – – –    ნარცისი
  •  ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენს ცხოვრებაზე?
      –  – – –    ჩემმა მოძღვარმა
  •   რომ გქონდეს საშუალება რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
      – – – –     ვეცდებოდი უკეთესი  ნებისყოფა გამომემუშავებინა.
  •    50წლის შემდეგ ჩემზე იტყვიან
      –  – – –  არასოდეს შეიცვლებიო (ალბათ ასე იტყვიან )   🙂  🙂
  •     ყველაზე შტერული კითხვა:
      –  – – –   ამ საღამოს რას აკეთებ???  😀
  • ხალხი გაოცდება, როცა შეიტყობს რომ მე…
      –  – – –  გავიპარე და გავთხოვდი 🙂   🙂   🙂
  •  ხალხი თვლის რომ მე…
       –  – – –  ჭკვიანი და გაწონასწორებული ვარ   (ისინი თვვლიან ოღონდ 🙂  )
  •    ვერ ვიტან როცა…
       –  – – –  იტყუებიან და მღალატობენ
       –  – – –   უპასუხისმგებლოდ ი ქცევიან
       –  – – –    ხუმრობა არ ესმით
  •  ჩემი ასარჩევი რომ იყოს მომავალ ცხოვრებაში დავიბადებოდი…
       –  – – –  ისევ ადამიანად, მაგრამ უკეთეს ადამიანად..  უკეთესი, უუკეთესი 🙂 🙂
იმედია გააგრძელებთ და არ გამიბრაზდებით რო მეთვიტონ არავინ დავთაგო 🙂

გზა ტაძრისაკენ..

ამ პოსტის დაწერა უცებ მომივიდა თავში აზრად, შემთხვევით გადავაწყდი ერთ-ერთი სტატიის სათაურს “გზა ტაძრისაკენ”, მიყვა ფიქრები ერთმანეთს და გამახსენდა ჩემი მოძღვარი, რომელმაც ერთხელ გაგვაფრთხილა “ვისაც მრწამსი და საუფლო ლოცვა არ ეცოდინება ზეპირად, არ ვაზიარებო”, ჩემი უვიცობის შემრცხვა, არც მე ვიცოდი მრწამსი ზეპირად 😦        მას მერე ვისწავლე და შინაარსობრივადაც გავიაზრე, ვცადე ყოველ შემთხვევაში. 

            “ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს. ეს ტექსტი წმინდა მამებმა დაადგინეს პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე, ჯერ კიდევ IV საუკუნეში და მას შემდეგ წმინდად ინახება მართლმადიდებელ ეკლესიაში.”   ასეთი წანამძღვარი აქვს პოსტს, რომელიც http://www.orthodoxy.ge-ზე ვნახე და მინდა თქვენც გაგაცნოთ.

 

 

რა არის მრწამსი ქრისტიანისთვის?

 

რწამსი, ანუ რწმენის სიმბოლო არის მოკლე გარდამოცემა იმ ძირითადი სარწმუნოებრივი დებულებებისა, რომელთა აღიარება და შესრულება ყოველი ქრისტიანისათვის აუცილებელია. მრწამსის მნიშვნელობა ჩანს იქიდანაც, რომ ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებში სხვა ლოცვებთან ერთად მრწამსს წარმოვთქვამთ. ფაქტიურად, ამ ლოცვებს შორის მრწამსი ერთადერთია, რომელიც არ არის ლოცვა ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. იგი სარწმუნოებრივი დებულებების გადმოცემაა. რატომ გვირჩევს ეკლესია, რომ ყოველ დილით გავიმეოროთ სარწმუნოების ძირითადი დებულებები, ანუ სიმბოლო სარწმუნოებისა? იმიტომ, რომ ესაა ის ძირითადი ფუნდამენტი, რომელზეც დგას მთელი მართლმადიდებელი სარწმუნოება. არც ის არის შემთხვევითი, რომ მრწამსი წირვალოცვის დროსაც იგალობება, ანუ ყოველ წირვაზე ეკლესია მორწმუნეებს შეახსენებს იმას, რისი ერთგულიცა და მიმდევარიც აუცილებლად უნდა იყოს ყოველი ქრისტიანი. მრწამსის ისტორია მსოფლიო საეკლესიო კრებებს უკავშირდება. მრწამსის მუხლები მიღებული იქნა პირველ (325 წ) და მეორე (381 წ) მსოფლიო საეკლესიო კრებებზე. პირველ კრებაზე მიიღეს რამდენიმე მუხლი, მეორე კრებაზე კი დადგინდა მუხლების დანარჩენი ნაწილი. III მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებში აღნიშნული იყო ისიც, რომ არაფერი უნდა დაემატოს და გამოაკლდეს მრწამსის ტექსტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომში, საუკუნეების შემდეგ, კათოლიკებმა მრწამსში შეცვალეს ერთ-ერთი მუხლი და ამ ცვლილების გამო ისინი მოკვეთილ იქნენ ეკლესიიდან, ვინაიდან მრწამსში ცვლილების შეტანა ერესია, მწვალებლობაა. ახლა კი დავუბრუნდეთ მსოფლიო საეკლესიო კრებებს და მათ მნიშნვნელობას. სულ შვიდი საეკლესიო კრება ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ეპოქა, როცა საკმაოდ ძნელი იყო ადამიანების ერთად შეკრება, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებები არ იყო კარგად განვითარებული. მიუხედავად ამისა, მაშინდელი მართლმადებელი სამყაროს სხვადასხვა კუთხეებიდან მსოფლიო საეკლესიო კრებებზე თავს იყრიდნენ ეპისკოპოსები. მიუხედავად იმ ხიფათისა, რაც მათ მგზავრობას ახლდა, ისინი მაინც ჩადიოდნენ ამ კრებებზე. თუ ყოველივე ამას გავითვალისწინებთ, დავინახავთ, თუ რამხელა სულიერ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მღვდელმთავრები ამ კრებებზე დასწრებას. მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ერთად იკრიბებოდნენ ეკლესიის მამები და საეკლესიო საკითხებს წყვეტდნენ. საეკლესიო კრებები, როგორც წესი, რომელიმე ერესის წინააღმდეგ იმართებოდა. ეს არ იყო უბრალოდ საღვთისმეტყველო საკითხებზე სასაუბროდ შეკრება. კრებების ჩატარება იყო ეკლესიის აუცილებელი მოთხოვნილება, რისკენაც ამოძრავებდათ სურვილი იმისა, რომ ეკლესია დაეცვათ არასწორი სწავლებებისაგან, რაც ამა თუ იმ ეპოქაში სხვადასხვა სახით ემუქრებოდა ეკლესიას. ეს იყო ფაქტიურად რეაქცია ამა თუ იმ ერესზე. მაგალითად, პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მიზანი, რომელიც ნიკეაში 325 წელს ჩატარდა, იყო ეკლესიის დაცვა არიოზელობისაგან. იმ პერიოდში ერესიარქი არიოზი, ერესის მამამთავარი არასწორ სწავლებას ქადაგებდა ძე ღვთისას შესახებ. სწორედ ასე ხდებოდა დოგმატური საკითხების ჩამოყალიბება. ეს იყო ეკლესიის თავდაცვა უცხო, გარეშე სწავლებებისაგან განკრძალვა. ბუნებრივია, თუ საკითხს ასე გავიაზრებთ, მაშინ გასაგები იქნება საეკლესიო კრებებისა და დადგენილებების მნიშვნელობა. მათ შორის უპირველესი მრწამსი იყო. ქართული სახელწოდება მრწამსი მომდინარეობს პირველი სიტყვიდან: „მრწამს ერთი ღმერთი..“ ეს პირველი სიტყვა იქნა აღებული განზოგადოებულ სათაურად ამ მოკლე ტექსტისა. მას ასევე მეორენაირად ეწოდება სიმბოლო სარწმუნოებისა. სხვა ენებში იგი სწორედ ასეა გადმოცემული. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მრწამსი ითქმება არა მარტო დილის ლოცვებში, არამედ წირვაზეც, რითაც ეკლესია მრწამსის მნიშვნელობას გვახსენებს. მრწამსი წარმოითქმის ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების დროსაც. ნათლობისას კათაკმეველი ვალდებულია, წარმოთქვას მრწამსი. ეს ნიშნავს, რომ ის ეთანხმება და აღიარებს ყოველ მუხლს, რაც მრწამსშია გადმოცემული და ის ინათლება იმ სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებების მიმართ, რაც მრწამსშია გადმოცემული. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მრწამსს, რომლის ცოდნა და არა მხოლოდ ცოდნა, არამედ აღიარება, ყოველი ქრისტიანისათვის აუცილებელია. ადამიანმა უნდა დაადასტუროს, რომ ღმერთი სწამს სწორედ ამგვარად და არა სხვანაირად. მართალია, შეიძლება ადამიანს გულში ჰქონდეს ეს რწმენა, მაგრამ აუცილებელია ასევე, რომ მას თავისი სარწმუნოების არ შერცხვეს ადამიანთა წინაშე. როდესაც ადამიანს რცხვენია სარწმუნოებისა, ეს ნიშნავს, რომ რცხვენია უფლისა. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, უფლისგან წყალობას არ უნდა ველოდოთ, ვინც უარყოფს უფალს კაცთა წინაშე, იგი უარყოფილი იქნება ღვთის წინაშე იმქვეყნიური სამსჯავროს დროს. სარწმუნოების დადასტურება არის ერთ-ერთი ნიშანი ქრისტიანისა და ქრისტიანობისა.

მომზადა ზურაბ ცხოვრებაძემ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“

P.S.  ღმერთს ებარებოდეთ!

                                                                                                                                  

****

მე მოვალ გუშინ, მე მოვალ წუხელ,..

მოვედი ხვალ და მასზეგაც მოვალ…  

 ღრუბლები გააპო დღეს თვითმფრინავმა

მინდოდა მოსვლა და

გადავიფიქრე თვით მფრინავმა…

მე შენ მოგიტან გუშინ ყვავილებს,

ნორჩებს, ახლებს და

შეურყვნელთ სხვისგან…

მინდვრად მოგიკრეფ ნაზ ყაყაჩოებს

ნამით დალოცვილთ მაღალი ღვთისგან…

მე მოვალ დღეს და წუხელაც მოვალ…

ყოველდღე მოვალ შენ რომ გინდოდეს..

მოგიტან იებს, მოგიტან ვარდებს,

მათი სურნელნი ჩემკენ გიხმობენ..