ცის ფიქრი..

  შემომაწვა სევდა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე და მივაკითხე პოეზიას ჩემს განუყრელ და ერთგულ მეგობარს..  დღეს ვაჟა ხორნაულის ლექსებს გადახედე და კიდევ ერთხელ აღვფრთოვანი თანაც ისე, რომ მინდა თქვენც გაგიზიაროთ ემოციები..  რამდენიმე ლექსს დავპოსტავ, რომელმაც საოცრად ახლოს, ჩემში შეაღწია, რისთვისაც  უდიდეს მადლობას ვუხდი ბატონ ვაჟას.

 

  
(ცის ფიქრი ...)          
 ცის ფიქრი აგიყოლიებს,
 ჩრდილს დაასვენებ მთაზედა.
 იელვებს ძველი ტკივილი,
 როგორც მზის შუქი ხმალზედა.
 მონატრებისგან ლამაზი
 დარდი დაგიწვენს მკლავზედა.



ამ ლექსმა განსაკუთრებით აღმაფრთოვანა, გამორჩეულად,..  __ნათელი მონატრებისა__
ნათელი მონატრებისა
სივრცეებს არა შორდება,
ხან მაღლა-მაღლა აიწევს
ოქრომკედიან ბლონდებად,
ხან ისე ალივლივდება
და ისე მიახლოვდება, —
შიგ გავეხვევი, ჩავთბები,
ფიქრი ხარობს და ღონდება.
მარგალიტები სევდისა,
ხელშენავლები ღმერთისა,
გულის სკნელებში გროვდება.




(სინაზე მზის …)          

სინაზე მზის და დარაიების,
სხივოსან ჩრდილთა სამაიები.

გზა ამაღლების და დრო ამურის,
ფიქრში _ მუსიკა წყროსწყალური.

ლოცვა ალუბლის და კვიპაროსის,
ასკილის ჭრელი ტანისამოსი.

გულიდან გულში ნაკამკამარი
სიტყვა _ წამალი და რა წამალი.

ღრუბლები, როგორც ფურცლები სანთლის,
გაუხუნარი ბროლი და სათი…

ხმები _ ღვთიური გამოცანები
და სევდა დიდი სალოცავების.




Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s