…. კაბები ….

       მ ბოლო ხანებში, ჩემდა გასაკვირად, დავინტერესდი ტანსაცმლით (ზოგადად ასეთი რამე არ მჩვეოდა). განსაკუთრებით საღამოს კაბებითა და საორწილო ტანსაცმლით 🙂 მონდომებით დავიწყე ინტერნეტის დახმარებით სასურელი სასურველი ტანისამოსის შერჩევა, მინდა ტქვენც გაგიზიაროთ მოსაზრება და შემიფასოთ არჩევანი 🙂
ძალიან მომწონს ასეთი სტილი, ფორმა, დავარდნილი და სადა, მაგრმ საშინლად არ მოწონს სამხრეების გარესე დარჩენილი კორსეტი. აქვე გეტყვიტ რომ ერთი იდეალური ვარიანი ვერ ავარჩიე სხადსხვა კაბაში სხვა და სხვა დეტალი მომეწონა.
ამ კაბაშ კი თვლებმა მომხიბა, ნაზი და სათუთი ჩანს, მიუხედავად იმისა რომ სკმაოდ გაშლილი ფორმა აქვს, რაც მე არ მომწონს.  როგორც ფოტო კი ორიგინალური და მიმზიდველია, ზურგს უკან სარკეში  მამაკაცის სილუეტიც კი მოჩანს 🙂
ეს მოდელიც ქოწილისთვისაა შექმილი, მაგრამ მე სარამოს კაბად უფრო აღვიქვი, ფერს შვცვლი, ცოტა შლეიფსაც დავუმოკლებ და მშვენიერი იქნება :)))  რას იტყვით?
    ეს მოდელი უფრო საყვარლად მომეჩვენა, ვიდრე ლამაზად, მაგრამ მაინც მომეწონა. დახვეწა აკლია, მაგრამ სადაა და ნაზი, მულტფილმებში პრინცესებს რომ აცვიათ ისეთია მგონი:) 
შემდეგი კაბა ცოტა ჭრელია, მაგრამ მხიბლავს ასეთი სტილი, რომაელ ქალს მოგაგონებს. არ არის გადატვირთული, ფერებიც სადაა და არაა დამღლელი. მშვიდი და გემოვნებიანი ფერთა გამაა, წვრილი, ნაზი მაქმანებითა და სამხრეებით. ძალიან მომწონს გრძელი კაბები, თუმცა უმეტესად მუხლზე, რომ მაქ ისეთს ვხმარობ. ყოველდღიურადაც და განსაკუთრებულ  შემთხვევებშიც.  
      ამით დავამთავრებდღეს ჩემ პოსტს, იმედია მოგეწონათ ჩემი კაბები 🙂  მათმა შემყურემ გადავწყვიტე სტილიც კი შევიცვალო, ნაწილობრივ დაწყებული მაქვს ეს საქმე, მაგრამ დღეიდან სერიოზულად  მოვკიდებ ხელს 🙂

Leave a comment